საფრანგეთმა ჯაშუშობისთვის 6 აგენტი გააძევა. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აგენტები დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედებდნენ.
"ძალიან ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, შიდა უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორატმა (DGSI) კვირას, 10 აპრილს, გამოავლინა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ფარული ოპერაცია", - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული 6 ადამიანი საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდნენ.
მანამდე, საფრანგეთმა 30-ზე მეტი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.