საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 417-ით გაიზარდა, მთლიანმა მაცვენებელმა კი ათი ათასს გადააჭარბა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 110 ათასს აღწევს, მათგან 20 ათასი უკვე გამოჯანმრთელდა.
რთული ვითარებაა ესპანეთშიც, სადაც კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებებით გასული დღე-ღამის განმავლობაში 704, იტალიაში კი 604 ადამიანი გარდაიცვალა.
გერმანიაში მსხვერპლი 206-ით გაიზარდა. 786 ადამიანი დაიღუპა დიდ ბრიტანეთში. რთული ვითარებაა თურქეთსა და ირანშიც. უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ჩინეთში. 11ტ კვირიანი იზოლაციის ვუჰანის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვების უფლება პირველად მისცეს.