logo
ENG



საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

10 აპრ 202213:14
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ქვეყნის პირველი პირობისთვის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარი ლე პენი იბრძვიან. ისინი ლიდერები არიან, თუმცა, მათ გარდა არის კიდევ 10 კანდიდატი. 

დღეს, 10 აპრილს არჩევნების პირველი ტური იმართება, მეორე ტური 24 აპრილს არის დანიშნული. 

დასავლური მედიები წერენ, რომ დღეს, წინა არჩევნებთან შედარებით, ამომრჩევლის დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი. 

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მომდევნო 5 წლის განმავლობაში უმუშევრობის სრულად აღმოფხვრას და გადასახადების შემცირებას ჰპირდება. ამასთან, ამბობს, რომ საპენსიო ასაკს 62-დან 65 წლამდე აწევს. მის ამ ინიციატივას მხარდაჭერა არ აქვს. 


close დახურვა