საფრანგეთში, ქალაქ მარსელში საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ალექსი გოგუა მოკლეს. არსებული ინფორმაციით, უცხო ადამიანი გოგუას ცოლისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.
ალექსი გოგუა ცივი იარაღით დაჭრეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.