logo
ENG



საფრანგეთში ტყის ხანძრის გაჩენის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

14 ივლ 202613:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/14/o15ipb62bc456to.jpg

საფრანგეთში ხანძრის განზრახ ან დაუდევრობით გაჩენაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, რომელთაგანაც ერთი 18 წლისაა. პარიზთან ახლოს, 12 ივლისს გაჩენილმა ხანძარმა უკვე 1300 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი გაანადგურა.

ხანძრის ლიკვიდაციას მაღალი ტემპერატურა ართულებს. ოპერაციაში ჩართულია 600-ზე მეტი მეხანძრე და მძიმე ტექნიკა. სტიქიის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მაგისტრალებზე კი გადაადგილება შეიზღუდა.

ფრანგული ოფიციალური წყაროების განცხადებით, წლის დასაწყისიდან დღემდე სულ 32 000 ჰექტარი ტყის ფართობი განადგურდა, ამ საქმეებზე კი ჯამში 59 პირია დაკავებული. წლევანდელი ხანძრების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ევროპაში ანომალიურად მაღალი ტემპერატურაა — 2026 წელი დასავლეთ ევროპაში ისტორიულად ყველაზე ცხელი გამოდგა.


close დახურვა