logo
ENG



საფრანგეთში ქართველი მორაგბე დაიღუპა

27 იან 202007:51
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 წლის ქართველი მორაგბე,  ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ოქსიტანის რეგიონში მოხდა.

28 წლის სპორტსმენი მორიგ თამაშზე მიემგზავრებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მან მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მომხდარს ფრანგი სამართალდამცველები იძიებენ. ბექა ბურდიაშვილი ფრანგული კლუბის „გროლეს" მოთამაშე იყო. 


close დახურვა