logo
ENG



საქალაქო: მორიგე მოსამართლეზე დღეში საშუალოდ 51 საქმე ნაწილდება

21 ნოე 201917:49
3 წუთის საკითხავი
 
9nq3nvda5efcy3v.jpeg

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეწოლისა და  ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს, პროცესზე სხდომის თავმჯდომარის და  სასამართლოს შენობასა და ეზოში მანდატურის სამსახურის მხრიდან სრულად იქნა დაცული  მოქალაქეთა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

„ფორმულა" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 19-21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, დეზინფორმაციის გავრცელებისა  და მწვავე კრიტიკის ფონზე განიხილა. 

სასამართლომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა.  

მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეწოლისა და  ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს, პროცესზე სხდომის თავმჯდომარის და  სასამართლოს შენობასა და ეზოში მანდატურის სამსახურის მხრიდან სრულად იქნა დაცული  მოქალაქეთა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

რაც შეეხება  სასამართლოში საქმეთა განაწილებასთან  მიმართებით გამოთქმულ უკმაყოფილებას, სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“  შესაბამისად, მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით.  ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებში  აღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში განაწილებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება. ამასთანავე, მიმდინარე თვის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველდღიურად  მორიგე მოსამართლეზე საშუალოდ  51 სამართალდარღვევის საქმე ნაწილდება. შესაბამისად, 2019 წლის 19 ნოემბერს  შემოსული ოქმები 
განაწილდა აღნიშნული წესის თანახმად, მორიგე მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილზე.

საქართველოს კონსტიტუციის 84- მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონსრაიმე ზემოქმედება მოსამართლეზეან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონითარავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზესასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებაშეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

საქალაქო სასამართლო განმარტავსრომ სასამართლოს დროებითი მოთავსების საკანში მოთავსებული პირების მონახულების უფლება აქვთ მხოლოდ  სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს,  აქართველოს სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს.

2019 წლის 21 ნოემბერს სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 12 პირის მიმართ  შედგენილ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე იმსჯელა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო, წვრილმანი ხულიგნობის  ნაწილში საქმისწარმოება თორმეტივე პირის  მიმართ შეწყდასასამართლომ 12 პირი სამართალდამრღვევად ცნო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის  დაუმორჩილებლობისათვის და 10 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი პირი დაჯარიმდა -1000 ლარის ოდენობით,  ერთ მათგანს კი მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.

სამართალდარღვევათა ოქმების განხილვა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 25 პირის მიმართ გადადებულია სხვა დროისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.  

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს რუსთაველის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 37 პირი დააკავეს. 37-ვე პირის საქმეს ერთი მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი იხილავდა, რამაც დაკავებულების ადვოკატებისა და მხარდაჭერების პროტესტი მოყვა. 


close დახურვა