logo
ENG



საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

11 ოქტ 201913:20
3 წუთის საკითხავი
 
iqgkcz8wi0e84jd.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მიმდინარე პროცესზე, ბრალდების მხრიდან ხუთი მოწმის დაკითხვა იგეგმება, აქედან ოთხი, ხორავას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები არიან, ხოლო ერთი არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 


close დახურვა