logo
ENG



საქართველოს აფხაზეთან და ოსეთთან ერთად განვიხილავთ - ნატო

06 ნოე 201914:26
3 წუთის საკითხავი
 
stlaq5er94oqexd.png

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია კვლავ გრძელდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დელეგატებს სიტყვით უკვე მიმართეს. ღონისძიებაზე საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, გაწევრების პერსპექტივებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნაზე საუბრობენ.

ნატო-საქართველოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი გამოეხმაურა რასმუსენის ინიციატივას, რომლის მიხიდვითაც საქართველოს ნატო-ში გაწევრება ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ამოქმედდეს ნატო-ს მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. მისი თქმით, ეს არის ცალკეული ექსპერტების შეფასება, ნატო-სა და საქართველოს კი კონკრეტული დღის წესრიგი აქვთ. 

"ძალაინ საინტერესო დებატია. ვფქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოში ექსპერტებმაც და დებატების მონაწილეებმაც იფიქრონ, როგორ შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრება. ვაფასებთ და ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ დამოუკიდებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აფხაზეთან და ოსეთთან ერთად განვიხილავთ",- აცხადებს პუგლისი.

 

 


close დახურვა