logo
ENG



საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა

05 სექ 202122:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/05/b719qwg1ad6ke3a.jpg

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6-9 სექტემბერს საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა.

მათი ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). ისინი, ასევე, წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს პრემიერმინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცეპრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორები არიან", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათი თქმით, ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.


close დახურვა