![2024/06/27/1ahy681jbwbiecj.jpg](/uploads_script3/articles/2024/06/27/1ahy681jbwbiecj.jpg)
ეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი - https://www.uefa.com/euro2024/ticketing/
ჯგუფიდან გასვლის შემდეგ საქართველო მერვედფინალში ესპანეთს 30 ივნისს შეხვდება. მატჩი კიოლნში ჩატარდება.