logo
ENG



საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კითხვარს ორშაბათს გადასცემენ

09 აპრ 202215:31
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ წევრობის კითხვარს საქართველოს და მოლდოვას ორშაბათს, 11 აპრილს გადასცემს. 

"პასუხები დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის (უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს) შესახებ, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს". - დაწერა ვარჰეიმ ტვიტერზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვარი 8 აპრილს, უკრაინაში გადასცა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა. 


close დახურვა