პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე სულ უფრო იზრდება. დღეს ორი მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელიც საგულისხმო ტენდენციას ასახავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი თანხა, ანუ ფულადი გზავნილების თითქმის 60 პროცენტი, რუსეთიდან შემოვიდა. ამის პარალელურად, გასული წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ საქართველოში საკუთრების უფლება დაარეგისტრირა, იყიდეს 13 ათასზე მეტი ბინა და ასევე 13 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი, ეს უკვე იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაა, რომელსაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს.