logo
ENG



საქართველოს მასშტაბით 20 კლინიკა სრულიად არის მობილიზებული - ტიკარაძე

03 აპრ 202014:06
3 წუთის საკითხავი
clock 194

ჯანდაცვის მინისტრის ეკატრინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 20 კლინიკაა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის სრულად არის მობილიზებული. 

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კლინიკები საჭირო ინვენტარით არიან აღჭურვილები და კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის კიდევ რამდენიმე საავადმყოფოს აღჭურვა მოხდება. 

"20 კლინიკა არის საქართველოს მასშტაბით სრულიად მობილიზებული, რომ მიიღოს კორონავირუსით დაავადებულები და ცხელების სიმპტომების მქონე ადამიანები. ორშაბათიდან ჩაერთვება 9 კლინიკა, იქნება კიდევ 6 კლინიკა. რეგულირების სააგენტოები ახორციელებენ მონიტორინგს. ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ხარისხს და ვცდილობთ იყოს ყველა საჭირო ინვენტარი. 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც კოვიდ-19-ის და ცხელების პაციენტებს მიიღებენ და მდგომარეობის შესაბამისად გადამისამართდებიან ან სახლში, ან კლინიკაში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 


close დახურვა