მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. ევროპელი პოლიტიკოსები მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. ევროპარლამენტართა ნაწილი პატიმრის საკითხის გადაწყვეტას კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას უკავშირებს. სანქციების კოორდინატორების აზრით, პასუხი კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ. მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას არაერთი მასალა მიეძღვნა დასავლურ მედიაშიც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა - პარტნიორების შეფასებები
04 ივლ 202320:17
3 წუთის საკითხავი