ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მიერ უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი კიევში ჩავიდა.
უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები საჭიროების შესაბამისად უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკივის, მიკოლაევის, ლვივის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. უკრაინაში გენერატორები საქართელოს მოსახლეობის დახმრებითაც გაიგზავნა - თანხა გენერატორებზე კამპანია "გაუზიარე სინათლის" ფარგლებში შეაგროვეს.