logo
ENG



საქართველოს მოქალაქეები ავსტრიის დახმარებით ნიგერიიდან გამოიყვანეს

04 აპრ 202022:55
3 წუთის საკითხავი
clock 636
5cy5yg1h73o4uq6.jpg

დღეს საქართველოს 5 მოქალაქე ავსტრიის დახმარებით ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან გამოიყვანეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიას მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეების ევაკუირებისთვის.

„მადლობას ვუხდი ავსტრიას კორონავირუსის პანდემიის პირობებში ნიგერიიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუირებისთვის. კრიზისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავძლევთ თუ პარტნიორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით ვიმოქმედებთ“, - წერს ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე.

ნიგერიიდან გამოყვანილი საქართველოს ხუთი მოქალაქე ნიგერიაში Benin Electricity Distribution Company-ის მენეჯმენტის კონსულტანტებად მუშაობდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით ისინი 3 აპრილს ვენაში ჩაფრინდნენ, სადაც სავალდებულო კარანტინს გაივლიან.


close დახურვა