logo
ENG



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა

26 ნოე 201917:41
3 წუთის საკითხავი
 
8neobnauweihwvy.png

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა, ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ვრცელდება, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2021 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმის წარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

ახალი წესის თანახმად გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

ასევე როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტებს საგრძნობლად შეამცირებს.

შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება.

 


close დახურვა