logo
ENG



საქართველოს პრეზიდენტმა 2019 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა

28 ნოე 201908:25
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტმა 2019 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. ეროვნული პრემია ორ მეცნიერს გადაეცა - პროფესორებს რამაზ გახოკიძესა და ზაალ კოკაიას.

რამაზ გახოკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, ამავე დროს, ამერიკის ქიმიური საზოგადოებისა და ევროპული ეკოლოგიური კომიტეტის წევრია. ზაალ კოკაიას, ის შვედეთში მოღვაწეობს, წლების განმავლობაში კი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მასშტაბურ პროექტებს ხელმძღვანელობდა. 

 


close დახურვა