logo
ENG



საქართველოს რაგბის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა

07 მარ 202021:46
3 წუთის საკითხავი
 
11i9n0871e53w1b.jpg

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა. ნაკრებმა გამარჯვება ერთი ტურით ადრე მოიპოვა. 

ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 39-24 დაამარცხეს. ამ შედეგით კი სატურნირო ცხრილში ქულების რაოდენობით ლიდერობს. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი ტურით ადრე, მეთორმეტედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ტურნირის ბოლო საშინაო მატჩში ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თამაში 14 მარტს, 16 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

 

 


close დახურვა