„საქართველოს რკინიგზა“ ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის ვაგონში დაკვამლიანებასთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სადგურ აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა.
შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა. "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, კომპანია ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.