logo
ENG



საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს: თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან

11 მაი 202100:07
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს: თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან
Reuters

საქართველოს საელჩო ისრაელში აფრთხილებს იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო თავი შეიკავნო ქუჩაში გასვლისგან.

"დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან. მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას", - წერია საელჩოს განცხადებაში.

ისრაელმა ღაზას სექტორში საჰაერო იერიშები დაიწყო მას შემდეგ, რაც საწინააღმდეგო მხრიდან იერუსალიმის ტერიტორიისკენ რაკეტები გაისროლეს. ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულოლბა ბოლო დღეებია გაიზარდა. ღაზას ჰამასის მმართველებმა ისრაელს დარტყმის მუქარა გაუგზავნეს მას შემდეგ, რაც ასობით პალესტინელი დაშავდა ისრაელის პოლიციასთან შეტაკებების დროს.


close დახურვა