172-წლიან ისტორიაში პირველად საქართველოს სახელმწიფო ბალეტის აღიარებული დასი 2024 წლის აგვსიტოში ლონდონს გედების ტბის კლასიკური დადგმით ეწვევა.
მას ინგლისის ნაციონალური ოპერის ორკესტრის თანხმლებით, მაესტრო პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟორებს.
28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით დასი ლონდონის კოლიზეუმში 15–ჯერ წარდგება.
ქართული საბალეტო დასი დიდ ბრიტანეთში პირველად 2008 წელს იყო, როდესაც ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა შოტლანდიაში.