logo
ENG



საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდები შემოვიდა

08 აპრ 202010:58
3 წუთის საკითხავი
clock 364

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდები შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს მუდმივმოქმედმა მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. მიზანი ნატოსა და საქართველოს სანაპირო დაცვის გემებს შორის ურთიერთმოქმედების დონის ამაღლებაა.

„საქართველო ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთის მორიგ ვიზიტს მასპინძლობს. არსებულ ვითარებაში ნატო-ს ხომალდების ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლნატიკური პროცესის მიმართ და ხაზს უსვამს შავ ზღვაზე ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთან, ვიზიტს გააჩნია პრაქტიკული დატვირთვა, რადგან იგი გულისხმობს ერთობლივ წვრთნებს ნატოს ხომალდებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მცურავ საშუალებებს შორის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ.

ნატო-ს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ დატოვებენ. 


close დახურვა