საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის ასეული საქართველოში დაბრუნდა. ავღანეთიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ჯონი ტატუნაშვილი და მე-3 ბრიგადის მეთაური მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ.
ქართული ასეული, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში იმყოფებოდა.