logo
ENG



საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ვაშინგტონში ახალ ლობისტურ კომპანიას ქირაობს - Bloomberg

14 თებ 202009:24
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნების" მიერ ლობისტურ კომპანიებთან თანამშრომლობის გააქტიურებას გამოცემა "ბლუმბერგი" ეხმაურება.

ამჯერად გამოცემა არა დი-სი-აი-გრუპზე, არამედ კიდევ ერთ კომპანიაზე წერს, რომელთანაც მმართველმა გუნდმა ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გააფორმა.

"საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ვაშინგტონში ახალ ლობისტურ კომპანიას ქირაობს", - ასე ასათაურებს ავტორი პუბლიკაციას და წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამერიკულ ლობისტურ კომპანია "ჰოგან ლოველს"-თან კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა, ივანიშვილის მიერ ხელდასმულ პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.  

"საინტერესოა, რომ კონტრაქტის მიხედვით, კომპანია წარმოადგენს ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიას და არა ხელისუფლებას, რომელსაც ამ ეტაპზე ეს პარტია აკონტროლებს", - წერს ავტორი ენი ლეიკი.  

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ სწორედ ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეპრესიებისკენ უკუსვლაზე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, რომელებიც წარმატებულად ახდენდნენ ქვეყანაზე მისი კონტროლის გამყარებას, ბოლო დროს ივანიშვილის ოპოზიციის დაშინებასა და დაკავებაზე გადავიდნენ. ამის მაგალითად ავტორს გიგი უგულავას დაპატიმრება მოჰყავს.

"უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის უკვე იყო დაპატიმრებული", - წერია სტატიაში. ენი ლეიკი მიიჩნევს, რომ საქართველომ შეერთებულ შტატებთან დაახლოების შესაძლებლობა არ გამოიყენა. ავტორის თქმით, ამერიკული ლობისტების ახალი კლიენტი, კანონის უზენაესობისგან შორს დგას.

 

 

 


close დახურვა