საქართველოს ცაზე ღამე ათობით მანათობელი ობიექტი გამოჩნდა. ერთ რიგად მოძრავი მანათობელი წერტილები ილონ მასკის კომპანია სფეის იქსის თანამგზავრებია.
პროექტ Starlink-ი მიზანია დედამიწის გლობალური თანამგზავრული ინტერნეტით უზრუნველყოფა და ინტერნეტით მთელი პლანეტის დაფარვა. ბოლო მონაცემებით, სფეის იქსს დედამიწის ორბიტაზე 360 თანამგზავრი ჰყავს გაშვებული და ეტაპობრივად კიდევ 40 000 ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.