logo
ENG



საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

22 ოქტ 201915:44
3 წუთის საკითხავი
 
mjai2v6s8kk9xcz.png

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივარი დახვდა.

მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სულ 5 მედალი, 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონია. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილის დაკავება შეძლო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.


close დახურვა