logo
ENG



საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო

27 ნოე 201913:00
3 წუთის საკითხავი
 
s0dwmr0f3t3py8o.jpg

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, შევარდენის სარაგბო ბაზაზე შეკრება დაიწყო. უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო თასისთვის ემზადება.

სამხრეთ აფრიკელები საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვლენ. შეხვედრები 2 და 5 დეკემბერს, შევარდენის ბაზაზე გაიმართება. მატჩების დაწყების დრო ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა