logo
ENG



საქართველოში ვიზიტისას ანალენა ბერბოკი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება

23 მარ 202312:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/23/ue6pi8wc6yca097.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში ვიზიტისას სტუდენტებს შეხვდება. გერმანელი მინისტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მივა, სადაც საუბარი შეეხება საკითხს: "როგორ ხედავენ ქართველი ახალგაზრდები სამხრეთ კავკასიის ქვეყნის მომავალს, რომელიც რუსეთთან ახლოს მდებარეობს?"

ანალენა ბერბოკის ოფიციალური ვიზიტი 23-24 მარტს გაგრძელდება. ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან. 

 


close დახურვა