საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა. ჯამში ქვეყანაში ვირუსით 879 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
გარდა ამისა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი. საერთო მონაცემებით, ვირუსისგან 704 ადამიანია განკურნებული.
კოვიდ 19-ს 14 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში პირველად კორონავირუსის ინფიცირების ფაქტი 26 თებერვალს დაფიქსირდა.