საქართველოში კოროანვირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
ახლა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 034 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 71-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.