logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

29 თებ 202013:12
3 წუთის საკითხავი
 
0otuitcdjej6u7k.jpg

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ადასტურებს. მისი თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა.

"საქართველოში, ამ ორ თვეში გვქონდა 93 შესაძლო შემთხვევა. ანუ იგულისხმება ადამიანები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები. რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობას, დღეს დილას დაემატა მე-3 დადასტურებული შემთხვევა. გვიან ღამით დასრულდა კვლევები. ის გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანში მოგზაურობდა და მას ჰქონდა კონტაქტ პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. ის გუშინ შემოვიდა საქართველოში აზერბაიჯანის გზით. ამჟამად მას აღენიშნება ტემპერატურა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა