კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდნეობა საქართველოში 2-ით გაიზარდა და 953 გახდა. ასევე 2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 830-ი გახდა.
კარანტინის რეჟიმში 3828 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 192 პირი.
საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. დაავადებას სულ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
