საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 117 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 917 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 936 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 268.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.