logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 ივლ 202009:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა  გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 131 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 920 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 6 183 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 302.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა