logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 3950 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 40 ადამიანი

04 დეკ 202111:30
3 წუთის საკითხავი
 

4 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3950 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 40 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,25%.

ბოლო 24 საათში 54 ათასზე მეტი ტესტირება ჩატარდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 861 883-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 298 პირი ემსხვერპლა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, აჭარა - 152, იმერეთი - 686, ქვემო ქართლი - 222, შიდა ქართლი - 343, გურია - 108, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 274, კახეთი - 208, მცხეთა-მთიანეთი - 126, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.


close დახურვა