logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი

03 აპრ 202110:48
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 215 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 729 კვლევა, მათ შორის 16 531 ანტიგენის ტესტით და 13 198 PCR ტესტით.

მათივე ცნობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.85 %.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი - 331 შემთხვევა;
  • აჭარა - 51;
  • იმერეთი - 56;
  • ქვემო ქართლი - 22;
  • შიდა ქართლი - 26;
  • გურია - 17;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50;
  • კახეთი - 10;
  • მცხეთა-მთიანეთი - 6;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

 


close დახურვა