საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ ფარავანთან დაფიქსირდა.
"დღეს, თბილისის დროით 23:21 საათზე, ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ_ში, სოფელ ფარავანთან მოხდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ბიძგები ღამის 12 საათზეც განმეორდა. ეპიცენტრი კვლავ წალკის მიმდებარე ტერიტორია იყო.