logo
ENG



საქართველოში პანდემიის აფეთქების ფონზე კლინიკებს სათანადო აღჭურვა არ აქვთ

02 აპრ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის პიკს საქართველოში აპრილის ბოლოს ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თვის მეორე ნახევარში შესაძლოა, დღეში მინიმუმ 50 ახალი პირი დაინფიცირდეს. ამ ფონზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კლინიკების სათანადო აღჭურვა რჩება. "ფორმულას" ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ცხელების მიმღები ცენტრია, მედპერსონალი წუხს, რომ არ აქვს საჭირო ინვენტარი და ვირუსის საწინააღმდეგო ეკიპირება. 

უფრო ზუსტად "კავკასიის მედიცინის ცენტრი" ცხელების მიმღები ერთ-ერთი ცენტრია, თუმცა, აქ დღეს არცერთი პაციენტი არ ჰყავდათ.  „ფორმულას" წყარო კლინიკიდან უყვება, რომ მედიკოსები კლინიკაში თავს დაცულად არ გრძნობენ. არ აქვთ საჭირო ინვენტარი, ვირუსის საწინააღმდეგო ეკიპირება. ფიქრობენ, რომ დაინფიცირების რისკი მაღალია. „ფორმულამ" ეს ინფორმაცია ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროსგან მიიღო, ორივე მათგანი კლინიკის თანამშრომელია. კავკასიის მედიცინის ცენტრი ინფორმაციას უარყოფს. ბრალდებების შემდეგ კლინიკის ადმინისტრაციამ იმის დამადასტურებლად, რომ მედიკოსები აღჭურვილები არიან, ვიდეოკამერები ტერიტორიაზე შეუშვა.

13 ახალი შემთხვევა ერთ დღეში და ჯამში კორონავირუსით დაავადებული 130 პირია ამჟამად საქართველოში, მათ შორის კოვიდ -19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა ბოლნისის საველე ჰოსპიტალიდან გადმოყვანილ 19 წლის ორსულს და დედამისს. თვითიზოლაციაშია ერთდროულად რამდენიმე კლინიკის მედპერსონალიც, მიუხედავად იმისა, რომ სამ საეჭვო შემთხვევაში ექიმებს კორონავირუსზე დღის ბოლოს უარყოფითი პასუხი მოუვიდა. 


close დახურვა