logo
ENG



საქართველოში პირველი მოდის სასწავლებელი გაიხსნება

20 ივნ 202015:54
3 წუთის საკითხავი
 
fiwevkm7qmdb3x3.jpg

საქართველოში პირველად გაიხსნება მოდის სასწავლებელი. პროექტის შესახებ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ორგანიზატორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი სოფო ჭყონია გამოცემა WWD-ს ესაუბრა.

როგორც ჭყონია გამოცემასთან აღნიშნავს, ის თავისი მიზნების განხორციელებას, პირველ რიგში, ახალი კულტურული სივრცის გახსნით იწყებს. სივრცე თბილისის ცენტრში მდებარე, „კოკა-კოლას“ ყოფილი ქარხანაა.

მასში მოეწყობა სამკერვალოები, გალერიები, კაფეები, ბიბლიოთეკები და პოპ-აპ მაღაზიები. განთავსდება კომერციული ფართები და დიზაინერებს სტუდიების დაქირავების შესაძლებლობაც მიეცემათ. და რაც მთავარია, გაიხსნება მოდის სასწავლებელი, რომელიც მოდის პროფესიონალების რეკრუტირებას შეუწყობს ხელს. 

რაც შეეხება, მოდის კვირეულის ჩატარებას, სოფო ჭყონიას თქმით, ეს ონლაინ ვერ მოხერხდება.


close დახურვა