logo
ENG



საქართველოში სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ჩამოდიან 

28 მაი 202117:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით ჩამოდის. ამ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. 

საელჩოს ცნობით, სენატორები საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვლენ. 

"კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად", - წერს აშშ-ს საელჩო facebook-ზე.

 


close დახურვა