logo
ENG



საქართველოში უკიდურეს გაჭირვებაში ქვეყნის მოსახლეობის 17%-ზე მეტია

06 აპრ 202213:13
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი მხოლოდ ბოლო სამ თვეში თითქმის ცხრა ათასით გაიზარდა. ბოლო 5 წელიწადში კი გაიზარდა ორასი ათასით. უკიდურეს გაჭირვებაშია ქვეყნის მოსახლეობის 17 პროცენტზე მეტი. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით დღეს ქვეყანაში მწირ დახმარებას ექვსასი ათასზე მეტი ადამიანი იღებს. მარტის მონაცემებით, ქალაქების და მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად ყველაზე მეტი ადამიანი ვინც შემწეობას საჭიროებს დედაქალაქში ცხოვრობს. თბილისს კი იმერეთი მოჰყვება. 


close დახურვა