logo
ENG



საქართველოში 30 000 სწრაფი ტესტი ჩამოვიდა

20 მაი 202008:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ანტისხეულების 30 000 ტესტი ჩამოვიდა. მომწოდებელი ჩინური კომპანიაა. ტესტები ექსპო ჯორჯიაში განთავსებულ, ჯანდაცვის სამინისტროს დროებით საწყობში მიიღეს და შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება. 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ტესტები მაღალი სანდოობისაა და გამოიყენება დასავლურ ქვეყნებში, ევროპასა და აშშ-ში.

„მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს გადმოეცა 30 ათასი სწრაფი ტესტი. რომელიც საქართველოში არის რეგულირების სააგენტოს მიერ რეგისტრირებული. ეს ტესტები გამოიყენება როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და სარგებლობს მაღალი სანდოობით", - აცხადებს თინათინ ხარძიანი.


close დახურვა