საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. შემთხვევა დღეს დილით, 3 სექტემბერს თბილისის დროით 07:34 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები საზღვრიდან 9 კილომეტრში, დაღესტანში იყო.