ათენში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ემიგრანტები ამით თბილისში მყოფი დემონსტრანტების პროტესტს შეუერთდნენ და საქართველოს მთავრობას „გადამგდები“ უწოდეს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ათენში საქართველოს საელჩო დააბოქლომეს. ადგილზე რამდენიმე პირი „ქართული ოცნების“ დროშით გამოჩნდა, რამაც აქციის მონაწილეების ხმაური გამოიწვია.