პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დღეს შვეიცარიასა და საქართველოს ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე აჩვენებენ.
„23:45-ზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს შვეიცარიასთან და ამ ამბავს რომ არ გამორჩეთ, პარლამენტთან, აქციაზევე, ეკრანზე გავუშვებთ პირდაპირ ეთერს," - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს შესარჩევ ციკლში უკანასკნელი მატჩია. ქართველ ფეხბურთელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვთ.