სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, საარსებო მინიმუმი, რომელიც იმ მინიმალურ სასურსათო კალათას ზომავს, რომელიც საშუალო მომხმარებელს თვის განმავლობაში სჭირდება, 178 ლარსა და 10 თეთრს შეადგენს, რაც ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს, სურსათის ხარჯების წილი კი საარსებო მინიმუმის 70%-ს შეადგენს.
მიმდინარე წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს აღარ აწარმოებს, რადგან, უწყების ცნობით, ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.