საჩხერის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, 9 მარტს კლინიკის საკარანტინო ზონაში 30 პაციენტი მოთავსდა. 30-ვე პირი საქართველოში იტალიიდან ჩამოფრინდა.
„გუშინ ჩვენთან 30 ადამიანი შემოვიდა, რომლებიც იტალიიდან ჩამოფრინდნენ. ისინი კარანტინში მოვათავსეთ. ერთი რამდენიმე დღით ადრეა მოსული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთში რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ. მიმდინარეობს მონიტორინგი. მამაკაცი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსუბუქი ფორმითაა ამ მამაკაცთან, კლინიკა გამოვლენილი“, - განაცხადა ინფექციურის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 15 პირი. მათგან 14 თბილისის ინფექციურ, ხოლო 1 სწორედ საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.