logo
ENG



საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

06 აპრ 202010:09
3 წუთის საკითხავი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ბენიამინ ფალავანდიშვილს და მის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. თუმცა, მისი მეუღლის შემთხვევაში, განმეორებითმა ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა. ასევე, ანალიზები ჩაუტარდა  იმ მედპერსონალს, რომელთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა,

თუმცა, ინფექცია არცერთი მათგანის შემთხვევაში არ გამოვლინდა. ჯერჯერობით უცნობია იმ პირის ვინაობა, ვისგანაც მერის ცოლი დაინფიცირდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ ვისგან გადაედო მერს კორონავირუსი.

„განმეორებით ავიღეთ ამ ქალბატონისა და მისი ოჯახის წევრების ანალიზები. ასევე, თანამშრომლების ანალიზებიც. მივიღეთ პასუხები და მხოლოდ მას სუსტად დადებითი პასუხი დაუდასტურდა. დანარჩენებთან პასუხი უარყოფითი მოვიდა. ვიკვლევთ რატომ ან რომელ პირთან კონტაქტით გადმოედო“, - განაცხადა ქამუშაძემ.


close დახურვა